ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენცია ფრანგულ-ქართული ურთიერთობის უცნობი ეპიზოდები კადეტთა გუნდმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა. "დიმიტრი ამილახვარი - თავისუფლების ჯვაროსანი"- ამ სახელწოდებით წარადგინეს კადეტებმა თავიანთი საკონფერენციო კვლევა. მათმა ნამუშევარმა და ნამუშევრის წარდგენამ კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა. კადეტებს შესაბამისი სიმბოლური საჩუქარი და სერტიფიკატები გადაეცათ. კადეტთა გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ კადეტები: გიორგი ჯღარკავა, ელენე ბეჟანიშვილი, დავით ინანეიშვილი, თეკლა კინწურაშვილი, თომა გოგიაშვილი, ხატია მალიშავა. მათ ხელმძღვანელობდნენ ლიცეუმის ფრანგული ენის მასწავლებელი მირანდა ლომიძე და ისტორიის მასწავლებელი გიგა ბასილაძე. მოსწავლეთა კონფერენცია - "ფრანგულ-ქართული ურთიერთობების უცნობი ეპიზოდები" საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და თბილისის N23 სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერებ...